CBRE-ის მილანის ოფისის პროექტში გრაფენსტოუნის პროდუქტები გამოიყენეს

by Graphenstone Georgia
0 comment

გრაფენსტოუნს ხვდა იმის პატივი, რომ მისი პროდუქტები CBRE-ის მილანის (იტალია) ოფისის შესაღებად აერჩიათ. პროექტი WELL-ის სამშენებლო სტანდარტთან შესაბამისობაში განხორციელდა.

CBRE-მა დიდი გზა გაიარა იმისთვის რომ მრავალი სერვისის გამწევი, გლობალური სერვის პროვაიდერი გამხდარიყო. ფირმა CBRE სათავეს 1906 წლიდან, სან ფრანცისკოში იღებს. კომპანია საზოგადო გახდა და გააფართოვა, როგორც სერვისის პორტფოლიო, ასევე გეოგრაფიული მასშტაბი, რათა გამხდარიყო სრული სერვის პროვაიდერი. იმ დროისთვის კომპანია უკვე მთელი ამერიკის მასშტაბით ვითარდებოდა.

 

CBRE გავლენას ახდენს იმაზე თუ როგორ უნდა იყოს შენობა აშენებული, მოწყობილი, მართული, დაკავებული და გაყიდული. ამით ის ამცირებს უარყოფით გავლენას გარემოზე. სწორედ ამიტომ ენდო CBRE გრაფენსტოუნს და მისი პროდუქტები მილანის ოფისის პროექტში გამოიყენა.

პროექტში გამოიყენეს ეკოსფერო (თეთრი და ფერადი), რომელიც იდეალურია მშენებლობისთვის, რესტავრაციისა და გადაღებვისთვის. მისი ფორმულა დაფუძნებულია ტრადიციული კირისა და გრაფენის ტექნოლოგიის ნარევზე. ამის წყალობით, საღებავი არის ჰაერგამტარი, არ იკეთებს კონდენსატს, არის რეცხვადი, არ ყვითლდება და შთანთქავს CO2-ს. უფრო მეტიც, ეს საღებავი ექვემდებარება WELL-ის სტანდარტს და დადებითი წვლილი შეაქვს პროექტში.

You may also like

Leave a Comment