შეღებე განსხვავებულად გრაფენსტოუნით

by Graphenstone Georgia
0 comment

„შეღებე განსხვავებულად“ არის გრაფენსტოუნის ახალი გლობალური კამპანიის სახელი და დაფუძნებულია ახალ ეკოლოგიურ პარადიგმაზე (NEP). ის ფართოდ გამოიყენება გარემო-განათლებაში, გარე რეკრეაციაში და სხვა ისეთ სფეროებში, სადაც განსხვავებები ქცევასა და დამოკიდებულებაში იხსნება ფუნდამენტალური ღირებულებებით, მსოფლიო ხედვით ან პარადიგმით.

რიცხვები:

  • 7 მილიონი. გარე და შიდა სივრცეების ჰაერის დაბინძურების გამო წელიწადში 7 მილიონი ადამიანი იღუპება.
  • 8 მილიონი. შიდა ჰაერის დაბინძურების გამო წელიწადში 3.8 მილიონი ადამიანი იღუპება ნაადრევად.
  • 82 მილიარდი. ისეთი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა ასთმა და ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვის დაავადება, ევროპელები წელიწადში 82 მილიარდ ევროს ხარჯავენ.
  • 1800 მილიონი. მსოფლიოში ბავშვების (15 წლის ქვევით) დაახლოებით 93% (1800 მილიონი) სუნთქავს ისეთ დაბინძურებულ ჰაერს, რომელიც საფრთხეში აგდებს მათ ჯანმრთელობას და ზრდას.

ის, რასაც ვერ ხედავთ.

ყოველდღე ჩვენ დაუცველები ვართ ჰაერის დაბინძურების ისეთი წყაროების მიმართ, რომლებიც იწვიან (თამბაქო, გაზი, ნახშირი და ა.შ., ბიოლოგიური საშუალებები (ბაქტერია, სოკო, ყვავილის მტვერი, ტკიპები), არამდგრადი ორგანული ნივთიერებები, რომელსაც შენობის მასალები და ქიმიკატები გამოყოფენ.

გადაატრიალეთ.

თავიდანვე განსხვავებულად ვაზროვნებდით და მდგრადი გზებით შექმნილი ინოვაციებით განვვითარდით. ჩვენი საღებავები ფორმულირებულია იმ მიზნით რომ იზრუნოს ხალხსა და გარემოზე. პლიუს ამას, არა მხოლოდ ჩვენი პროდუქტებია მწვანე, არამედ ჩვენი ქარხნები და საწარმოო პროცესიც.

ენერგია. ჩვენი ქარხანა მუშაობს განახლებადი ენერგიების წყალობით.

წყალი. წყალი, რომელსაც ვიყენებთ არის გადამუშავებული, რათა გამოვიყენოთ საწარმოო პროცესებში. ასე ვხარჯავთ ცოტა წყალს. არ ვფლანგავთ მას.

ნედლეული. ჩვენ ვიყენებთ მაღალი ხარისხის ბუნებრივ ნედლეულს.

წარმოება. ჩვენი წარმოების პროცესი არის მდგრადი და ათასწლოვან ღუმელებში კირის გამოწვაზეა დაფუძნებული.

ჭურჭელი. ჩვენი სათლები არის გადამუშავებული და გადამუშავებადი.

ჯანმრთელობა. ვითვალისწინებთ ხალხის ჯანმრთელობას და არ ვიყენებთ ტოქსიკურ დანამატებს ან გარემოს დამაბინძურებელ ნივთიერებებს.

გადაატრიალეთ ღებვის წესი და აღმოაჩინეთ თუ რამდენი რამის გაკეთება შეუძლია ეკოლოგიურ და ბუნებრივ საღებავს თქვენი ჯანმრთელობისა და გარემოსთვის.

 

You may also like

Leave a Comment