იტვირთება...

შეღებე განსხვავებულად

განსხვავებულად შეღებვა ახალი თაობის დაკვეთაა, რათა მსოფლიო უკეთესობისკენ შევცვალოთ.

ეს არის ფიქრის, ქმედების და ცხოვრების განსხვავებული გზა. მათთვის, ვისაც უყვარს სიცოცხლე. მათთვის, ვისაც სიამოვნებს ბუნება, საკუთარ თავზე ზრუნვა და ყოველდღე გარეთ გასვლა, ახალი გამოცდილებების ძიების მიზნით.

მათთვის, ვისაც სურს რომ ცვლილებები განახორციელოს... ახლა მივმართავთ მათ, ვინც ჯერ კიდევ არ ფიქრობს განსხვავებულად:

დროა განსხვავებული მსოფლიო დავხატოთ, დღევანდელი დღე შემოვატრიალოთ და ის ყველასთვის ხვალინდელ დღედ გადავაქციოთ.

რიცხვები

ქალაქების დაბინძურება უკვე წარმოადგენს სიკვდილიანობის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს.

7 მილიონი.

გარე და შიდა სივრცეების ჰაერის დაბინძურების გამო წელიწადში 7 მილიონი ადამიანი იღუპება. ეს უსწრებს თამბაქოს მიერ გამოწვეულ სიკვდილიანობის კოეფიციენტს.

3,8 მილიონი.

შიდა ჰაერის დაბინძურების გამო წელიწადში 3.8 მილიონი ადამიანი იღუპება ნაადრევად. დახურულ სივრცეებში ჰაერი 2-5-ჯერ უფრო დაბინძურებულია, ვიდრე გარე ჰაერი.

82 მილიონი.

ისეთი დაავადებების მიმართ ბრძოლაში, როგორიცაა ასთმა და ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვის დაავადება, ევროპელები წელიწადში 82 მილიარდ ევროს ხარჯავენ.

1800 მილიონი.

მსოფლიოში ბავშვების (15 წლის ქვევით) დაახლოებით 93% (1800 მილიონი) სუნთქავს ისეთ დაბინძურებულ ჰაერს, რომელიც საფრთხეში აგდებს მათ ჯანმრთელობას და ზრდას..

ის, რასაც ვერ ხედავთ

დახურულ სივრცეებში ჰაერი 2-ჯერ, მეტიც 5-ჯერ უფრო დაბინძურებულია, ვიდრე გარე ჰაერი.

რათქმაუნდა თქვენც ჩვენნაირი ხართ. თქვენც კითხულობ სუპერმარკეტში ორცხობილების შეფუთვაზე მის ინგრედიენტებს. თქვენც გირჩევნიათ ახალი საკვები დამუშავებულს, ან შეიძლება იმ ხალხის ნაწილი ბრძანდებით, ვინც ტანსაცმლის იარლიყს ამოწმებს. შეიძლება ამას ყოველდღე აკეთებთ.

მაგრამ რას შეიცავს ის, რასაც ვერ ხედავთ? ჰაერი.

ყოველდღე ჩვენ დაუცველები ვართ ჰაერის დაბინძურების ისეთი წყაროების მიმართ, რომლებიც იწვიან (თამბაქო, გაზი, ნახშირი და ა.შ.), ბიოლოგიური საშუალებები (ბაქტერია, სოკო, ყვავილის მტვერი, ტკიპები), არამდგრადი ორგანული ნივთიერებები, რომელსაც შენობების მასალა და ქიმიკატები გამოყოფენ...

შემოატრიალეთ

ჩვენ ვართ გრაფენსტოუნი. კომპანია, რომელმაც საღებავების სამყარო შემოატრიალა.

შექმნის დღიდან განსხვავებულად ვაზროვნებთ, ინოვაციური ნაბიჯებით ვიზრდებით მდგრადი და ეკოლოგიური გზით. ჩვენი საღებავები შემუშავებულია იმ მიზნით, რომ იზრუნოს ხალხსა და გარემოზე პლიუს ამას, არა მხოლოდ ჩვენი პროდუქტებია მწვანე, არამედ ჩვენი ქარხნები და საწარმოო პროცესიც.


ენერგია

ჩვენი ქარხანა მუშაობს განახლებადი ენერგიის წყალობით.

წყალი

წყალი, რომელსაც ვიყენებთ არის გადამუშავებული, რათა გამოვიყენოთ საწარმოო პროცესებისთვის ასე ვხარჯავთ ცოტა წყალს. არ ვფლანგავთ მას.

ნედლეული

ჩვენ ვიყენებთ მაღალი ხარისხის ბუნებრივ ნედლეულს.

წარმოება

ჩვენი წარმოების პროცესი არის ეკოლოგიურად მდგრადი და ათასწლოვან ღუმელებში კირის გამოწვაზეა დაფუძნებული.

ჭურჭელი

ჩვენი სათლები არის გადამუშავებული და გადამუშავებადი.

ჯანმრთელობა

ვითვალისწინებთ ხალხის ჯანმრთელობას და არ ვიყენებთ ტოქსიკურ დანამატებს ან გარემოს დამაბინძურებელ ნივთიერებებს.

დავუბრუნდეთ ბუნებას

ბუნებასთან დაბრუნება შესაძლებელია და ამას თავისი უპირატესობები გააჩნია, შეწყვიტეთ ‘’ჩვეულებრივი’’ პროდუქტებით შეღებვა და აღმოაჩინეთ თუ რამდენი რამის გაკეთება შეუძლია ეკოლოგიურ და ბუნებრივ საღებავებს თქვენი ჯანმრთელობისა და გარემოსთვის
კედლის ფერის გარდა, ასევე მნიშვნელოვანია რომ იცოდეთ თუ რა ინგრედიენტებს შეიცავს საღებავი და როგორ გავლენას ახდენს ის თქვენს ჯანმრთელობაზე.უფრო ჯანმრთელი სახლის შექმნისთვის გადადგმულ პირველ ნაბიჯს ბუნებრივი პროდუქტის არჩევა წარმოადგენს.
გრაფენსტოუნის ბუნებრივი საღებავი ხელს უწყობს ჰაერის დინებას კედლების გავლით, სპობს კონდენსაციას, ირიდებს ნესტს. აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს და ქმნის ჯანსაღ გარემოს თქვენი სახლისთვის.
გრაფენსტოუნის ეკოლოგიური საღებავები არ შეიცავენ გამხსელ ნივთიერებებს და ‘’ჩვეულებრივ’’ საღებავებთან შედარებით მცირე მტვერს აგროვებენ. რაც ეხმარება ასთმიან ხალხს იმაში, რომ სუნთქვითი პრობლემები ნაკლებად აწუხებდეთ.
გრაფენსტოუნის ბუნებრივ საღებავებს არ გააჩნიათ უსიამოვნო სუნი, რადგან ისინი არ შეიცავენ გამხსელ ნივთიერებებს ან ნავთობის ნაწარმს. ახლა შეგიძლიათ რომ შეღებვის დროს ოთახში დარჩეთ.
ჩვეულებრივ საღებავებს უსიამოვნო სუნი, აქროლვადი ორგანული ნაერთები წყალობით გააჩნიათ, რაც გვიღიზიანებს როგორც ქუთუთოებს, ასევე სასუნთქი გზებს. ისინი იწვევენ თავის ტკივილებს და ღებინებას, აზიანებენ ნერვულ სისტემას და კიბოს გამომწვევ პოტენციურ მიზეზს წარმოადგენენ.
გრაფენსტოუნის ეკოლოგიურ ან ბუნებრივ საღებავებში გამოიყენება მცენარეული ნედლეული ან ისეთი მინერალური წყაროები, როგორიცაა კირქვა, სილიკატი, ფისი, სახამებელი, სელის თესლი ან ციტრუსების ზეთი და ცვილი.
გრაფენსტოუნის ეკოლოგიური და ბუნებრივი საღებავები არ გამოიმუშავებენ ნარჩენს, რომელიც გარემოს ზიანს აყენებს. საღებავებში გამოყენებულია ‘’მსუბუქი ქიმია’’, ბიოდეგრადირებული და გარემოსთვის უვნებელი ინგრედიენტები.
ევროპული ეკოლოგიური იარლიყი ანუ ეკოიარლიყი გაძლევთ იმის გარანტიას, რომ საღებავი შეიცავენ ნაკლებ ტოქსიკურ და ნავთობქიმიურ ელემენტებს. გრაფენსტოუნის საღებავები ბუნებრივია, ამიტომ ისინი არ შეიცავენ ზემოთხსენებულ ნივთიერებებს. სწორედ ამიტომ გვაქვს 13-ზე მეტი საერთაშორისო ეკოლოგიური სერტიფიკატი.
ისევე მარტივად შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ჩვეულებრივი საღებავი. პირველრიგში, მოაშორეთ ძველი საღებავი, რომ მიიღოთ უკეთესი შედეგი. გაასუფთავეთ კედელი თუ სხვა ზედაპირი. გრაფენსტოუნის საღებავები მხოლოდ წყალთან უნდა იყოს შერეული და გაზავებული.
გრაფენსტოუნი©

ღებვა & დაფარვები გრაფენის ტექნოლოგიით

www.graphenstone.ge