სიჯანსაღესთან დაკავშირებული 5 მიზეზი თუ რატომ უნდა აირჩიოთ ეკოლოგიური საღებავი
გაზაფხულის შემოსვლისას სახლის სრულად მოწყობას ვიწყებთ. ეს არის სეზონი, როცა სახლს ვაწესრიგებთ და ვასუფთავებთ. ვცვლით გარდერობს, ვიშორებთ გარკვეულ ნივთებს, ავეჯს გადავაადგილებთ და რატომაც არა? დავუბრუნდეთ კედლის შეღებვის თემას.
საღებავის არჩევა რთულია. ხშირად ვუშვებთ შეცდომას, საღებავს ვყიდულობთ ფერზე ან დაფარვაზე დაყრდნობით და იმას არ ვითვალისწინებთ, რომ მისმა შემადგენლობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჩვენს ჯანმრთელობასა და გარემოზე.
როდესაც საღებავს ირჩევთ, იმაზე მეტი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ვიდრე მისი ფერი და დაფარვაა. აქ მოგახსენებთ ყველაფერს იმის შესახებ, რასაც ვერ ხედავთ.
თქვენი სახლის ინტერიერი არის დაბინძურებული
დიახ, დიახ, სწორად წაიკითხეთ. Ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, დროის 90 %-ზე მეტს დახურულ სივრცეში ვატარებთ. ახალმა ტექნოლოგიებმა, მობილურმა ტელეფონებმა, ტელევიზორმა სრულიად ჩაგვკეტა სახლში. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ნაკლებ დროს ვატარებთ გარეთ. და ალბათ თქვენს თავს ეკითხებით, სახლში ჯანსაღმა კვებამ და სპორტით დაკავებამ რატომ უნდა იმოქმედოს ჩემს ჯანმრთელობაზე უარყოფითადო.
პასუხი ძალიან მარტივია. გარე დაბინძურება პირდაპირ მოქმედებს შიდა ჰაერის ხარისხზე. ტრანსპორტის და ქარხნების დამაბინძურებელი ნივთიერებები (განსაკუთრებით დიდ ქალაქებში) იჭრებიან და ჩერდებიან ჩვენს სახლებში. და არა მარტო ჰაერში, არამედ ავეჯში, ქსოვილებში (მაგალითად, ფარდა).
Ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას თუ დავუჯერებთ, შიდა ჰაერი გარე ჰაერზე 2-5-ჯერ უფრო დაბინძურებულია.
ჯანმრთელობის უხილავი მტრები
და თითქოს გარედან შემოსული სიბინძურე არ იყოს საკმარისი, რომ სახლისთვის დამაბინძურებელ საღებავსაც ირჩევთ. ნუ იღელვებთ. ყველას გაგვიკეთებია იგივე. ჩვეულებრივი საღებავები შეიცავენ აქროლად ორგანულ ნაერთებს, გარკვეულ დამაბინძურებელ ნაწილაკებს, რომლებიც ნელ-ნელა თავისუფლდებიან სივრცეში და ამძიმებენ ისეთ პათოლოგიებს, როგორიცაა ასთმა და ალერგია.
ჩვეულებრივი საღებავის გამოყენების შემდეგ, 3 დღის განმავლობაში ვაღებთ ფანჯრებს, რადგან უსიამოვნო სუნს გამოყოფს. თქვენ ვერ ხედავთ ამ ტოქსიკურ ნაწილაკებს, მაგრამ შეგიძლიათ იყნოსოთ მათი სუნი.
მართალია, ამ ტიპის საღებავები ყველაზე მეტად იყიდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი საუკეთესო ვარიანტს წარმოადგენენ, რადგან ისინი შედგებიან ნავთობის ნაწარმისგან და შეიცავენ დიდი რაოდენობით გამხსნელ ნივთიერებებსა და არამდგრად ორგანულ ნაერთებს.
გამხსელი ნივთიერებები წარმოადგენენ არამდგრადი ორგანული ნაერთების გავრცელების მთავარ მიზეზს. მას შემდეგ, რაც ამ ტიპის პლასტიკური საღებავით შევღებავთ ზედაპირს, გამხსნელი ნივთიერება იწყებს აორთქლებას და ვგრძნობთ ისეთ ძლიერ სუნს, რომ მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ ვიკავებთ ოთახს. ნაერთები თავისუფლდებიან გარემოში, მაგრდებიან ზედაპირებზე (ტექსტილი, ზეწარი, ფარდა) და თვეების განმავლობაში აგრძელებენ გამოყოფას.
სხვა მხრივ, არამდგრადი ორგანული ნაერთები წარმოქმნიან მწვანე სახლის ეფექტს. წამლავენ ადამიანებს, აბინძურებენ გარემოს და გაცილებით საზიანო ეფექტი აქვთ დახურულ და დასახლებულ სივრცეში.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპული რეგულაციები არეგულირებენ იმას თუ მაქსიმუმ რა რაოდენობის ნაერთს უნდა შეიცავდეს საღებავი, მაინც ძალიან ცოტა ადამიანმა იცის ამ სექტორში ეკოლოგიური და ჯანსაღი გამოსავლის შესახებ.
გრაფენსტოუნის საღებავი დეკორაციის სამყაროში, ეკოლოგიური ალტერნატივის სტატუსით შეიქმნა. მისი ფორმულა ეყრდნობა მინერალურ ბაზებს, რომელსაც გრაფენის ტექნოლოგია კიდევ უფრო აუმჯობესებს .
აქ გეტყვით თუ რა 5 სარგებელს მოუტანს მინერალური საღებავი თქვენი სახლის სიჯანსაღეს
5 სიჯანსაღესთან დაკავშირებული მიზეზი თუ რატომ უნდა აირჩიოთ ეკოლოგიური საღებავი
• მიეცით თქვენს კედლებს სუნთქვის საშუალება
გრაფენსტოუნის საღებავების მინერალური ბაზები ჰაერს დინების საშუალებას აძლევს. ეს ნიშნავს იმას, რომ კონდენსაცია და გარემოს ტენიანობა დატოვებს თქვენს სივრცეს ან შეაშრება კედლებს. პლიუს ამას, ისინი ახდენენ სოკოს გავრცელების პრევენციას.
• იწოვს და ანადგურებს კარბონის დიოქსიდს ისე, როგორც ხე
გრაფენსტოუნში, შეგიძლიათ აირჩიოთ ისეთი საღებავები, რომლებიც შთანთქამენ კარბონის დიოქსიდს. შინამრეწველური კირით შედგენილ საღებავებს, გაშრობის და ნახშიროჟანგით გაჯერების პროცესში შეუძლიათ კარბონის დიოქსიდის მოსპობა, რაც ხელს უწყობს ოთახების გაწმენდას. იგივე ეფექტი აქვს ხეს ან მცენარეს, თქვენს სახლში.
• უსუნო & ასთმა-მეგობრული
ჩვენს საღებავებს მიღებული აქვთ „სენსიტიური არჩევანის“ სერტიფიკატი, რადგან პროდუქტი განსაკუთრებით მისაღებია ისეთი ხალხისთვის, ვისაც ქიმიკატების მიმართ აუტანლობა ან სუნთქვითი პრობლემები აწუხებს, მაგალითად ასთმა. ამის გარდა, ბუნებრივი პროდუქტი უსუნოა, ამიტომ ზედაპირს ისე ღებავთ, რომ უსიამოვნო სუნი არ გაწუხებთ.
• ასევე ზრუნავთ გარემოზე
არა-დამაბინძურებელი საღებავები. დაგეგმარების და წარმოების პროცესში ვფიქრობთ გარემოზე, ენერგოეფექტიანობაზე და ხალხის ჯანმრთელობაზე. ჩვენ ვქმნით საღებავებს უფრო მწვანე და უფრო თავდადებული თაობისთვის.
Render and resist more thanks to graphene
გრაფენის ტექნოლოგიის ინოვაციის წყალობით, ჩვენი საღებავები სამუშაო მახასიათებლების დონით, ბაზარზე მყოფ არცერთ სინთეთიკურ საღებავს არ ჩამოუვარდება. ამის გარდა, გრაფენი ჩვენს საღებავს ჩვეულებრივზე გაცილებით მტკიცეს ხდის, აქედან გამომდინარე ხშირად არ მოგიწევთ გადაღებვა.
გრაფენსტოუნის წყალობით, შეგიძლიათ შეღებოთ ჯანსაღად და შექმნათ უკეთესი გარემო თქვენს სახლში. თუ მეტი რამ გაინტერესებთ ჩვენი საღებავების და დაფარვების შესახებ, მაშინ გირჩევთ რომ ეწვიოთ ჩვენს ვებსაიტს. ასევე შეგიძლიათ დაგვიკომენტაროთ ან დაგვიკავშირდეთ სოციალური ქსელების ან საკონტაქტო ფორმის საშუალებით.
შემოუერთდით მწვანე თაობას.