100%-ით ეკოლოგიური საღებავები

ინოვაცია, ტრადიცია & ტექნოლოგია

ტრადიციული კირი

გაიგე თუ როგორ იწარმოება ტრადიციული კირი. უძველესი და უნიკალური პროცესი, მდგრადი და მაღალი ხარისხის ნედლეულის მისაღებად.

გრაფენის ტექნოლოგია

ამ ტექნოლოგიის საუკეთესო წარმომადგენელი, ჩამოყალიბდა ჩვენი პროდუქტების ხარისხის გასაუმჯობესებლად. გაარკვიე თუ რა უნიკალურ თვისებებს მატებს გრაფენი ჩვენს საღებავებსა და დაფარვებს.

სერტიფიკატები

გადააქციე შენი სახლი ხედ გრაფენსტოუნის საღებავის წყალობით

* 45 ლიტრი საღებავი წელიწადში 10 კგ-ზე მეტ ნახშირორჟანგს ანეიტრალებს, ანუ იმდენს, რამდენსაც 250 კგ წონის ზრდასრული ხე

ბლოგი

ეკოლოგიური საღებავი

გრაფენსტოუნი პრემიუმ ხარისხის ეკოლოგიური საღებავების ესპანური მწარმოებელია და შექმნილია თანამედროვე, მდგრადი, ჯანსაღი ცხოვრების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. 

მაინც რით განსხვავდება ეკოლოგიური საღებავი ჩვეულებრივი საღებავისგან? – რა თქმა უნდა, შემადგენლობითა და გარემოზე ზემოქმედებით. დაბალი საფასო კატეგორიის საღებავების შემცველობაში ვხვდებით აქროლად ორგანულ ნაერთებს (აონ-ებს). ეს ნაერთები ხვდებიან ჰაერში, რომელსაც ყოველდღიურად ვსუნთქავთ და გრძელვადიან პერსპექტივაში მრავალ დაავადებას პროვოცირებენ. ეკოლოგიურად სუფთა საღებავები კი დამზადებულია დაბალი ან ნულოვანი აონ-ების შემცველობით, რაც ადამიანებისთვისაც ჯანსაღია და გარემოსთვისაც. გრაფენსტოუნს არა მხოლოდ მინიმუმამდე დაჰყავს აონ-ების გამოყოფა, არამედ თავადვე შთანთქავს მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა CO2 – ნახშირორჟანგი.

ეკოლოგიურად სუფთა საღებავებში გამოყენებულია ბუნებრივი ინგრედიენტები, წარმოებაში კი მდგრადი ეკონომიკის პრინციპი. ეკოლოგიური საღებავები შეიცავს ბუნებრივ პიგმენტებსა და შემკვრელებსა და გამამყარებლებს. დაბალხარისხიან საღებავში შემავსებელი ხშირად სინთეტიკურია, როგორიცაა აკრილის, ალკიდის (ზეთზე დაფუძნებული) ან ვინილის ფისები.  ეკოლოგიური საღებავები კი მიიღება ბუნებრივი, მდგრადი მასალებისგან, როგორიცაა მცენარეული ზეთები, ხის ფისები ან რძის კაზეინი. ბუნებრივი შემკვრელების გამოყენება ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას, უზრუნველყოფს ზედაპირის დაცვასა და დაფერვას სინთეზური ქიმიკატების გარეშე, არატოქსიკური გზით. გრაფენსტოუნის საღებავები ჯანსაღი, უსაფრთხო არჩევანია თქვენი ოჯახისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ორსულებისთვის, რესპირატორული პრობლემების მქონე ან ალერგიული პირებისთვის.

ბუნებრივი და ეკოლოგიური საღებავები გრაფენსტოუნისგან

გრაფენსტოუნის ბუნებრივი და ეკოლოგიური საღებავების ყოვლისმომცველი ასორტიმენტი გვთავაზობს, როგორც ინტერიერის ასევე ფასადის საღებავებს, ფუნქციურ საღებავებსა და გრუნტებს, რომლებიც საერთო ეკოლოგიურ პრინციპებზეა დაფუძნებული და მხოლოდ კონკრეტული გაძლიერებული მახასიათებლებით განსხვავდება, რათა იდეალურად მოერგოს სხვადასხვა ზედაპირებსა თუ სპეციფიკურ საჭიროებებს.

ინტერიერის საღებავები: 

  • AmbientPro+  ფოტოკატალიზური საღებავი, რომელიც აუმჯობესებს შიდა ჰაერის ხარისხს, ებრძვის ჰაერის დამაბინძურებლებს, ამცირებს უსიამოვნო სუნსა და ბაქტერიებს. 
  • Grafclean interior ეკოლოგიურად სუფთა, მქრქალი საღებავი შესანიშნავი დაფარვით და გამძლეობით, განკუთვნილია კედლებისა და ჭერისთვის შიდა სივრცეებში.
  • Grafclean midshine წყალზე დაფუძნებული, ნახევრად პრიალა მდგრადი საღებავი შიდა და ნახევრად გარე (მაგ. აივნის) კედლებისთვის, ირეცხება მარტივად
  • Ecocolor დამზადებულია ბუნებრივი პიგმენტებით, უზრუნველყოფს ფერის ძლიერ, ხანგრძლივ შენარჩუნებას
  • Siena კირზე დაფუძნებული დეკორატიული საღებავი, იდეალურია ინტერიერის სივრცეებში უნიკალური ტექსტურებისა და მოპირკეთების შესაქმნელად.

ექსტერიერის საღებავები:

  • Biosphere კირისა და გრაფენის ბაზაზე დამზადებული საღებავი, რომელიც განსაკუთრებულად მედეგია ამინდის პირობებისა და ულტრაიისფერი სხივების მიმართ. ასევე გამოიყენება რესტავრაციაში
  • GrafClean Exterior გამძლე, მქრქალი გარე საღებავი, წლების განმავლობაში ინარჩუნებს ფერსა და ერთგვაროვნებას. არ გამოყოფს აქროლად ორგანულ ნაერთებს, სერტიფიცირებულია ტენიანობის კონტროლისთვის
  • GrafClean Front  ეკოლოგიური საღებავი მქრქალი დაფარვით. გამოიყენება ულტრაიისფერი სხივების მაღალი ინტენსივობის პირობებში. განკუთვნილია პროფესიონალური გამოყენებისთვის. 

გრუნტები:

  • AmbientPrimer  წყალზე დაფუძნებული გრუნტი, რომელიც უზრუნველყოფს საღებავის ზედაპირზე მყარ და ერთგვაროვან დაფიქსირებას.
  • Four2Four წებოვანი დამაკავშირებელი საღებავსა და ზედაპირს შორის. შექმნილია რთულად დასამუშავებელი ზედაპირებისთვის.  შიდა და გარე გამოყენებისთვის. 

ფუნქციური საღებავები: 

  • ProShield  საღებავი ელექტრომაგნიტური დამცავი თვისებებით, შექმნილია შიდა სივრცეების ელექტრომაგნიტური გამოსხივებისგან დასაცავად.
  • Waterproof THERM ჰიდროფობიური და თბოიზოლაციის საღებავი, რომელიც იცავს ზედაპირებს ტენიანობისგან და აუმჯობესებს ენერგოეფექტურობას. იდეალურია სახურავებისთვის

რა უპირატესობა აქვს გრაფენსტოუნის საღებავებს?

გრაფენსტოუნის საღებავები გამოირჩევა ინოვაციური ფორმულით, სიჯანსაღისა და მდგრადობის უნიკალური კომბინაციით. გრაფენსტოუნის ეკოლოგიური საღებავები თავისუფალია მავნე ქიმიკატებისა და აქროლადი ორგანული ნაერთებისგან (VOCs), რაც უზრუნველყოფს შიდა ჰაერის სიჯანსაღესა და უსაფრთხოებას. აღსანიშნავია, რომ გრაფენსტოუნის საღებავები იმდენად უსაფრთხოა, მისი გამოყენება საბავშვო ავეჯისა თუ სათამაშოების შესაღებადაც კი სრულიად უსაფრთხოა. მნიშვნელოვანია, რომ მწვანე სერტიფიცირება და ხარისხის აღიარება მინიჭებული აქვს გრაფენსტოუნის პროდუქტებს და არა კონკრეტულ ხაზს. 

გრაფენსტოუნის ეკოლოგიური საღებავების ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური მახასიათებელია შრობის პროცესში ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარი, ეს პროცესი ყველაზე ინტენსიურია 28-30 დღის განმავლობაში. აქტიური ფორმულის წყალობით იგი შთანთქავს არამხოლოდ ნახშირორჟანგს, არამედ უზრუნველყოფს ქუჩიდან შიდა ჰაერში მოხვედრილ გამონაბოლქვის თუ სხვა არაჯანსაღი ნაწილაკების შთანთქმას. 

ბუნებრივი ინგრედიენტები, როგორიცაა კირი და გრაფენი საღებავს გამორჩეულად ჰაერგამტარს ხდის, რაც უზრუნველყოფს ტენიანობის კონტროლსა და  ობის წარმოქმნას; რაც მთავარია, ქმნის უფრო გამძლე და ელასტიურ ზედაპირს. მდგრადია ამინდისა და ულტრა იისფერი სხივების  ზემოქმედების მიმართ და ხანგრძლივად ინარჩუნებს პირვანდელ ფერსა და ტექსტურას. გრაფენსტოუნის მრავალფეროვანი წარმოება მოიცავს ინტერიერის, ექსტერიერის და ფუნქციური საღებავების არჩევანს, რომელთაგანაც თითოეული მორგებულია კონკრეტულ საჭიროებებზე, თბოიზოლაციიდან ელექტრომაგნიტური გამოსხივებისგან დაცვამდე. ეკოლოგიური საღებავის არჩევა ნიშნავს მნიშვნელოვან ინვესტიციას თქვენს საცხოვრებელ თუ სამუშაო სივრცეში, რომელსაც მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი მოგება მოაქვს: ჯანმრთელობა, სილამაზე და მდგრადობა.