მთავარიექსტერიერის საღებავები

ექსტერიერის საღებავები

ექსტერიერის საღებავი

ექსტერიერი შენობის სავიზიტო ბარათია – პირველი შთაბეჭდილება. მნიშვნელოვანია, გარე ფასადის საღებავები დიდი სიფრთხილით შეირჩეს და ესთეტიკური მახასიათებლების გარდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ საღებავის მდგრადობასა და გამძლეობას.

გამძლე ფასადის საღებავი ნიშნავს საიმედო დაცვას ამინდის მკაცრი პირობებისგან, ულტრაიისფერი სხივებისგან, ტენიანობისგან; ნიშნავს ცინცხალ ფერსა და ერთგვაროვნებას, ეკონომიასა და ახლად შეღებილის ეფექტს შენარჩუნებას წლების განმავლობაში.

გარე ფასადის საღებავის შერჩევისას აუცილებელია გავითვალისწინოთ კლიმატი და ზედაპირის ტიპი. გრაფენსტოუნის ექსტერიერის საღებავები შექმნილია, როგორც ბუნებრივი დამცავი ნებისმიერი ზედაპირისთვის, იქნება ეს ხე, აგური, ბათქაში რკინა თუ ბეტონი. ამინდისადმი მდგრადი თვისებები ხელს უშლის საღებავის საფარის დახეთქვას, აქერცვლასა და გახუნებას.

გაითვალისწინეთ, რომ ღებვამდე კედლის მომზადებაა საჭიროა, რისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ გრაფენსტოუნის გრუნტი Four2Four (ოთხი ოთხზე),  ადჰეზიური (შემწებებელი) დამაკავშირებელი ყველა სახის ზედაპირისთვის. უზრუნველყოფს მინერალური საღებავის დატანასა და განაწილებას ყველა სახის ზედაპირზე.

კედელს იცავს სოკოსა და ხავსის გაჩენისგან. მეტალის ზედაპირის შემთხვევაში მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტი, იცავს კოროზიისა და ოქსიდებისგან. ხელს უწყობს ზედაპირის ჰერმეტიზაციასა და ერთიანი სტრუქტურის დაცვას.

გრაფენსტოუნის ფასადის საღებავების კატალოგში შემავალი ფერებისა და მოპირკეთების საშუალებების ფართო არჩევანი საშუალებას მოგცემთ ჯანსაღი, გარემოსათვის უსაფრთხო, მდგრადი ექსტერიერის საღებავი სრულად მოარგოთ თქვენ მიერ არჩეულ სტილს, დიზაინსა და ესთეტიკურ მიმართულებას. იქნება ეს გაბედული და თანამედროვე თუ კლასიკური და დახვეწილი იერსახე.

 

ფასადის საღებავის ფერები

ფასადის შეღებვამდე პირველი ნაბიჯია ფერთა შეხამება და პალიტრის შერჩევა. მათ შორის ისეთ დეტალებზე ფიქრი, როგორიც მაგალითად კარის სახელური ან ფანჯრის ჩარჩოა. სწორად შერჩეულმა აქცენტებმა შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს საბოლოო დიზაინის ეფექტურობაში. გრაფენსტოუნის ეკოლოგიურად სუფთა ექსტერიერის საღებავების კატალოგში თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ფერს თუ ტონს იპოვით:

ნეიტრალური ტონები : მუდამ პოპულარული, სადა, მინიმალისტური არჩევანი, როგორიცაა თეთრი, კრემისფერი და ნაცრისფერი კლასიკური დიზაინისთვის.

დედამიწის ფერები : თბილი ტერაკოტა, ზეთისხილისფერი, ქვიშისფერი, ყავისფერი იდეალურად ერწყმის ბუნებრივ გარემოს.

თამამი ფერები : ღრმა ლურჯი, ნახშირისფერი ან კლასიკური შავი თანამედროვე, თამამი ესთეტიკისთვის.

კაშკაშა ფერები : ენერგიული ფერები, როგორიცაა ელვარე ყვითელი, მარჯნისფერი ან ფირუზისფერი, რათა ფასადს შესძინოს სიცოცხლისუნარიანობა და გამორჩეული ხიბლი.

თუ გსურთ, თქვენი სივრცე შინ და გარეთ შექმნათ თანამედროვე სტანდარტებით, ეკო-პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, საკუთარ და გარემოს სიჯანსაღეზე ზრუნვით, გრაფენსტოუნი გთავაზობთ ეკოლოგიური უპირატესობების ვრცელ ნუსხას:

  • გრაფენსტოუნი იყენებს ეკოლოგიურად სუფთა პიგმენტებს
  • დამზადებულია ბუნებრივი კომპონენტების, კირისა და გრაფენის ბაზაზე
  • არ გამოყოფს აქროლად ორგანულ ნაერთებს
  • შთანთქავს CO2-ს და მავნე ნივთიერებებს
  • არის ჰაერგამტარი
  • გავლილი აქვს მრავალი ეკოლოგიური შემოწმება და ფლობს ავტორიტეტულ სერტიფიკატებსა და ხარისხის ნიშნებს

 

 

საღებავები მწვანე თაობისთვის ეკოლოგიური გადაწყვეტილება გრაფენის ტექნოლოგიით

ჩვენ შესახებ