ინტერიერის საღებავი
როცა რემონტი დასასრულს უახლოვდება, საქმეში ინტერიერის საღებავი ერთვება. ხშირად ამბობენ, რომ ღებვა თერაპიული პროცესია, და მართლაც ასეა, ხოლო როცა ეკოლოგიურ საღებავს ირჩევ, შედეგიც თერაპიულია.
ინტერიერის საღებავი დეკორატიულთან ერთად, დამცავი საფარის ფუნქციას ასრულებს. ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი საღებავი გვიცავს ზედმეტი ტენისგან; თუ დამოუკიდებელი გამომწვევი მიზეზი არ არსებობს, გამორიცხავს კედელზე ობის სოკოს გაჩენას; ბუნებრივი კომპონენტების წყალობით, არათუ არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, არამედ შთანთქავს კიდეც; გვიცავს ჩამჯდარი ლაქებისგან, ინარჩუნებს პირვანდელ ფერსა და ერთგვაროვან ტექსტურას.
აირჩიო ეკოლოგიური ღებვა ნიშნავს, აირჩიო ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო განცდების მთელ კომპლექტი – სიმშვიდე, უსაფრთხოება და სიჯანსაღე. სწორედ ამ პრინციპებზე დგას ესპანური საღებავების მწარმოებელი, გრაფენსტოუნი – მრავალი საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელი, ნომერ პირველი მწვანე ბრენდი მსოფლიოში.
ბუნებრივი კირისა და გრაფენის ბაზაზე, ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული გრაფენსტოუნის კედლის საღებავები იდეალურია თქვენი სახლის ყოველი ოთახისთვის. საძინებელი ოთახისთვის რეკომენდებულია ელექტრომაგნიტური გამოსხივებისგან დამცავი საღებავი, ბავშვების ოთახისთვის – რეცხვის მიმართ კიდევ უფრო მდგრადი საღებავი; სამზარეულოსა და აბაზანის სპეციალური საღებავები კი უზრუნველყოფს გაძლიერებულ დაცვას მაღალი ტენიანობის ადგილებში, აძლიერებს მედეგობას ლაქებისა და წყლის დაზიანების მიმართ.
გრაფენსტოუნის პრემიუმ ხარისხის საღებავები შექმნილია იმისთვის, რომ სრულად დააკმაყოფილოს ყველა მოთხოვნა მყუდრო, კომფორტული, ჯანსაღი შიდა სივრცის შესაქმნელად. ჩვეულებრივ საღებავებზე ორჯერ უკეთესი დაფარვა და განსაკუთრებული გამძლეობა ამცირებს ღებვისთვის საჭირო ძალისხმევასა და, რაც მთავარია, ხარჯებს.
ინტერიერის საღებავი მთავარი კომპონენტია ბუნებრივი გარემოს შინ შესაქმნელად. გრაფენსტოუნის ჰაერგამტარი ფორმულა, მავნე ნივთიერებების შთანთქმის უნარი და აქროლადი ორგანული ნაერთების მინიმალური ემისია ნიშნავს, რომ თქვენი გადაწყვეტილება სასარგებლოა თქვენი ოჯახისთვის და სრულიად პლანეტისთვის.
როგორ ავარჩიოთ ინტერიერის საღებავი?
როცა არჩევანს ეკოლოგიურ ღებვაზე შევაჩერებთ და ჯანსაღი საცხოვრებელი სივრცის შექმნას გამოცდილ მწვანე ბრენდს მივანდობთ, შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავდივართ. ვირჩევთ კონკრეტულად რომელი ფორმულის, რა ქვეკატეგორიის, სპეციფიკის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რა ფერის ინტერიერის საღებავი გვჭირდება. პირველი კრიტერიუმი, რომელსაც ყურადღებას ვაქცევთ არის, რაღა თქმა უნდა:
- განათება
- ზედაპირის ტიპი
- ოთახის დანიშნულება
- ავეჯი და დიზაინი
- ტონალობა