წესები და პირობები
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს სამართლებრივ ხელშეკრულებას ვებგვერდზე
graphenstone.ge სტუმრობისას ან პროდუქციის შეძენისას.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მას.
1. ზოგადი დებულებები
- ვებგვერდის მფლობელია შპს „ლეონ იქს“ (ს/კ 402026044).
- ვებგვერდის გამოყენება ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს.
- კომპანია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები ამ დოკუმენტში. ცვლილებები ძალაში შედის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
2. პროდუქციის აღწერა და ფასები
- კომპანია სთავაზობს მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს: ინტერიერის, ექსტერიერის, ფუნქციური საღებავები და გრუნტები.
- პროდუქციის ფასები მითითებულია ეროვნულ ვალუტაში — ლარში (GEL).
- შპს „ლეონ იქს“ იტოვებს ფასების ცვლილების უფლებას ცალმხრივად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
- გარანტია ფასზე:
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა უკვე შეიძინა პროდუქცია და მის ჩაბარებამდე საიტზე შეიცვალა ფასი,
მომხმარებელს არ დაეკისრება სხვაობის გადახდა და ნივთს მიიღებს შეკვეთის გაფორმებისას დაფიქსირებულ ფასად.
3. შეკვეთა და გადახდა
- ანგარიშსწორება ხდება უნაღდო ფორმით, თიბისი ბანკის (TBC) „ფლიტის“ საგადახდო სისტემის მეშვეობით.
- შეკვეთა ითვლება დადასტურებულად მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება თანხის წარმატებული ტრანსფერაცია.
- მომხმარებელი პასუხისმგებელია შეკვეთისას მითითებული მონაცემების სიზუსტეზე:
- სახელი და გვარი
- მისამართი
- ტელეფონის ნომერი
4. მიწოდების პირობები
- მიწოდების სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ ქ. თბილისში.
- მიწოდების საფასური ქ. თბილისში შეადგენს 20 (ოცი) ლარს.
- საქართველოს რეგიონებში მიწოდების სერვისი ამ ეტაპზე არ ხორციელდება.
- მიწოდებისას მომხმარებელი ვალდებულია კურიერის თანდასწრებით შეამოწმოს:
- პროდუქციის ვიზუალური მდგომარეობა
- პროდუქციის რაოდენობა
5. დაბრუნების პოლიტიკა
- საღებავების სპეციფიკიდან გამომდინარე, დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ:
- ქარხნული წუნის მქონე პროდუქცია
- დაუზიანებელი და გაუხსნელი პროდუქცია
- დაბრუნების მოთხოვნა უნდა დაფიქსირდეს ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
- ნივთის დაბრუნებისას მომხმარებელმა უნდა წარადგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
6. ინტელექტუალური საკუთრება
- ვებგვერდზე განთავსებული მასალა: ტექსტები, ლოგოები, პროდუქციის სახელები და დიზაინი წარმოადგენს
შპს „ლეონ იქს“-ის ან მისი პარტნიორი ბრენდების საკუთრებას. - მათი უნებართვო გამოყენება ან კოპირება აკრძალულია.
7. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
- კომპანია არ არის პასუხისმგებელი საიტზე ტექნიკური ხარვეზის გამო გამოწვეულ შეფერხებებზე.
- კომპანია არ აგებს პასუხს ზიანზე, რომელიც გამოწვეულია:
- პროდუქციის არასწორი გამოყენებით
- შენახვის პირობების დარღვევით მომხმარებლის მხრიდან
8. დავების გადაწყვეტა
- ნებისმიერი დავა წყდება მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით.
- შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა განიხილება საქართველოს სასამართლოების მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9. საკონტაქტო ინფორმაცია
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
- მისამართი: ჯუმბერ ლეჟავას 22, 0115, ქ. თბილისი, საქართველო
- ელ-ფოსტა: info@graphenstone.ge
- ტელეფონი: 032 2 15 20 12