მთავარიწესები და პირობები

წესები და პირობები

წესები და პირობები

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს სამართლებრივ ხელშეკრულებას ვებგვერდზე
graphenstone.ge სტუმრობისას ან პროდუქციის შეძენისას.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მას.

1. ზოგადი დებულებები

  • ვებგვერდის მფლობელია შპს „ლეონ იქს“ (ს/კ 402026044).
  • ვებგვერდის გამოყენება ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს.
  • კომპანია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები ამ დოკუმენტში. ცვლილებები ძალაში შედის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.

2. პროდუქციის აღწერა და ფასები

  • კომპანია სთავაზობს მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს: ინტერიერის, ექსტერიერის, ფუნქციური საღებავები და გრუნტები.
  • პროდუქციის ფასები მითითებულია ეროვნულ ვალუტაში — ლარში (GEL).
  • შპს „ლეონ იქს“ იტოვებს ფასების ცვლილების უფლებას ცალმხრივად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
  • გარანტია ფასზე:
    იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა უკვე შეიძინა პროდუქცია და მის ჩაბარებამდე საიტზე შეიცვალა ფასი,
    მომხმარებელს არ დაეკისრება სხვაობის გადახდა და ნივთს მიიღებს შეკვეთის გაფორმებისას დაფიქსირებულ ფასად.

3. შეკვეთა და გადახდა

  • ანგარიშსწორება ხდება უნაღდო ფორმით, თიბისი ბანკის (TBC) „ფლიტის“ საგადახდო სისტემის მეშვეობით.
  • შეკვეთა ითვლება დადასტურებულად მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება თანხის წარმატებული ტრანსფერაცია.
  • მომხმარებელი პასუხისმგებელია შეკვეთისას მითითებული მონაცემების სიზუსტეზე:
    • სახელი და გვარი
    • მისამართი
    • ტელეფონის ნომერი

4. მიწოდების პირობები

  • მიწოდების სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ ქ. თბილისში.
  • მიწოდების საფასური ქ. თბილისში შეადგენს 20 (ოცი) ლარს.
  • საქართველოს რეგიონებში მიწოდების სერვისი ამ ეტაპზე არ ხორციელდება.
  • მიწოდებისას მომხმარებელი ვალდებულია კურიერის თანდასწრებით შეამოწმოს:
    • პროდუქციის ვიზუალური მდგომარეობა
    • პროდუქციის რაოდენობა

5. დაბრუნების პოლიტიკა

  • საღებავების სპეციფიკიდან გამომდინარე, დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ:
    • ქარხნული წუნის მქონე პროდუქცია
    • დაუზიანებელი და გაუხსნელი პროდუქცია
  • დაბრუნების მოთხოვნა უნდა დაფიქსირდეს ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
  • ნივთის დაბრუნებისას მომხმარებელმა უნდა წარადგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. ინტელექტუალური საკუთრება

  • ვებგვერდზე განთავსებული მასალა: ტექსტები, ლოგოები, პროდუქციის სახელები და დიზაინი წარმოადგენს
    შპს „ლეონ იქს“-ის ან მისი პარტნიორი ბრენდების საკუთრებას.
  • მათი უნებართვო გამოყენება ან კოპირება აკრძალულია.

7. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

  • კომპანია არ არის პასუხისმგებელი საიტზე ტექნიკური ხარვეზის გამო გამოწვეულ შეფერხებებზე.
  • კომპანია არ აგებს პასუხს ზიანზე, რომელიც გამოწვეულია:
    • პროდუქციის არასწორი გამოყენებით
    • შენახვის პირობების დარღვევით მომხმარებლის მხრიდან

8. დავების გადაწყვეტა

  • ნებისმიერი დავა წყდება მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით.
  • შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა განიხილება საქართველოს სასამართლოების მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

9. საკონტაქტო ინფორმაცია

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

  • მისამართი: ჯუმბერ ლეჟავას 22, 0115, ქ. თბილისი, საქართველო
  • ელ-ფოსტა: info@graphenstone.ge
  • ტელეფონი: 032 2 15 20 12

საღებავები მწვანე თაობისთვის ეკოლოგიური გადაწყვეტილება გრაფენის ტექნოლოგიით

ჩვენ შესახებ

© ყველა უფლება დაცულია.

Close