
იგნასიო ჰალკონის კულტურული ცენტრი
სევილია, ესპანეთი
ს არის მე-18 საუკუნის სასახლე, რომელიც ძველი ქალაქის, ლებრიჯის (სევილია) გულში მდებარეობს, Plaza de España-თან და ქალაქის მერიასთან ერთად. მემკვიდრეებმა შენობა 1948 წელს დათმეს, რათა მისთვის სასწავლო დანიშნულება მიენიჭებინათ. შენობა მეოცე საუკუნის 80-იან წლებში მიატოვეს, სანამ რამდენიმე წლის წინ, შენობის სრული აღდგენის გრძელი პროცესი არ დაიწყეს. რეაბილიტირების მიზანი, ქალაქის კულტურული და სოციალური განვითარების ახალი ცენტრით უზრუნველყოფა იყო.
შენობის აღდგენა სამშენებლო კომპანიამ, Alberto Domínguez-მა ითავა და ფრანჩისკო მორენოს (Francisco Moreno) ტექნიკური გუნდი დაიხმარა. საყრდენების გამაგრებისთვის მინერსილი (Minerseal Premium) გამოიყენეს, ხოლო გლუვი ტექსტურის მქონე ზედაპირებისთვის კი მორთარ-ბეისი (MortarBase) და მორთარ-ფაინი (MortarFine).