ბუნებრივი მცენარეები
სახლში მცენარეების განთავსება შესანიშნავი გზაა ბუნების შიდა სივრცეში გადმოსატანად. მცენარე ნებისმიერი ოთახისთვის სასიამოვნო დიზაინის ელემენტს წარმოადგენს. სანსივიერა შთანთქავს CO2-ს და მას ჟანგბადად გარდაქმნის. შესანიშნავი მცენარეა საძინებელში დასადებად, რადგან თქვენი ძილის დროს გააუმჯობესებს ჰაერის ხარისხს. სანსივიერას ასევე შეუძლია თქვენი სახლის ჰაერიდან ქსილოლის, ტოლუოლის და ტრიქლორეთილენის მოშორება.
ბამბუკი არის ძალიან მდგრადი მასალა, რომელიც წლევანდელი სახლის დიზაინის ტენდენციას წარმოადგენს. ბამბუკი იზრდება სწრაფად. არ სჭირდება ქიმიკატები და პესტიციდები. ამ მცენარეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით განსხვავებულ ადგილებში შეუძლია გაზრდა. ბამბუკს იყენებენ განსხვავებული სახის პროდუქტების დასამზადებლად, ავეჯიდან დაწყებული, სამზარეულოს ჭურჭლით და ხარაჩოთი დამთავრებული. ბამბუკი არის შესანიშნავი მასალა იმისთვის, რომ სახლი ტრენდული და მდგრადი გახადოთ.
ბუნების შერწყმა გრაფენსტოუნის ამბიენტპრო+-თი
ამბიენტპრო+: ეკოლოგიური & ბუნებრივი ფოტოკატალიტიკური საღებავი, რომელიც წმენდს ჰაერს და ამცირებს გარემოს უსიამოვნო სუნს. ეს არის ტოქსიკური ნივთიერებებისგან თავისუფალი პროდუქტი ინტერიერისა და ექსტერიერისთვის, არაპრიალა თეთრი დაფარვით. მისი ფორმულის წყალობით, რომელიც 100%-ით ბუნებრივ კირზე და გრაფენსტოუნის ტექნოლოგიაზე არის დაფუძნებული, პროდუქტს გააჩნია შესანიშნავი სიმტკიცე, გამძლეობა და ჰაერგამტარობა. ასევე ახდენს კონდენსაციის პრევენციას და შთანთქავს CO2-ს.
გრაფენსტოუნი ამბიენტპრო+
გრაფენსტოუნი ამბიენტპრო+ პრემიუმი არის ბუნებრივი ფოტოკატალიტიკური საღებავი გრაფენის ტექნოლოგიით. ის ნაწილებად შლის ორგანულ ნაერთებს და არაორგანულ აირებს. ეს არის იმ ზემოქმედების შედეგი, რასაც სინათლე (ბუნებრივი თუ ხელოვნური) ტიტანიუმის ოქსიდის (ფოტოკატალიზატორი) ნანონაწილაკებზე ახდენს. ძალიან ეფექტურად აქრობს ქალაქის დამაბინძურებელ ნივთიერებებს. ამცირებს/სპობს ყველანაირ უსიამოვნო სუნს.